2026 წლის 16-17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური სოციოლინგვისტიკა“ GloSoc5
მიმდინარე წელს კონფერენცია ეძღვნება ენის სწავლა/სწავლების სოციოლინგვისტიკას.
ღონისძიების სამუშაო თემებია:
ენის პოლიტიკა
ენის დისტანციური და ციფრული სწავლება
პირველი ენის როლი მეორე ენის სწავლების პროცესში
ენობრივი უფლებები
მშობლიური ენის მოდელის გამოყენება მეორე ენის სწავლების პროცესში
არაფორმალური ენის ათვისება კლასგარეშე გარემოში
მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლების პროცესი
ენის სწავლა თამაშებისა და სოციალური მედიის საშუალებით
ავთენტური მასალების როლი და მათ გამოყენება მეორე ენის სწავლების პროცესში
ენის სწავლების სოციოკულტურული ასპექტები
მემკვიდრეობითი ენების სწავლება
მეორე ენის წარმატებული შემსწავლელის მოდელი
მეორე ენის სწავლების მდგრადობა
დეკოლონიზაციის პრინციპები განათლებაში
კრიტიკული პედაგოგიკის როლი მეორე ენის სწავლების კონტექსტში
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
საკონფერენციო თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ივნისი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე შემდეგ მისამართზე: glosoc5@tsu.ge
საკონტაქტო პირები: გიული შაბაშვილი, დიკ სმაკმანი
თეზისების გაფორმება:
ფონტის ზომა: 11
ფონტი: Sylfaen;
სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა: 500;
გადმოგზავნილი დოკუმენტი უნდა იყოს ვორდის ფორმატის, ტექსტში მითითებული უნდა იყოს მოხსენების სათაური, ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი, ორგანიზაციის დასახელება, ელ-ფოსტა. თეზისებს უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი არაუმეტეს ხუთისა.
საკონფერენციო მოსაკრებელი:
ძირითადი მომხსენებლები - 120 ლარი
რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - 100 ლარი
დოქტორანტები - 70 ლარი
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://linguistlist.org/issues/37/864/